გიყვართ თუ არა შოკოლადი?

Saturday, April 21, 2012

კაკაოს შესახებ


შოკოლადი და კაკაო ჯერ კიდევ ძველი აცტეკების დროიდან პოპულარულია. მექსიკის ტერიტორიაზე აცტეკებს კაკაოს ხეები ჰქონდად დარგული და მათი ნაყოფისგან კაკაოს ამზადებდნენ. კაკაო მათ ძალას, ამტანობას და ენერგიას მატებდა. მოგვიანებით კაკაო და შოკოლადი ევროპაშიც გახდა პოპულარული, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ადგილი ჩაიმ და ყავამ დაიკავეს.
კაკაო გაცილებით სასარგებლოა: მასში ნაკლები კოფეინია, თუმცა მასში სხვა მატონიზირებელი ნივთიერებები შედის. ფენილეფილამინი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ამცირებს დეპრესიის რისკს, ამიტომ კაკაოს დალევა სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით გამოცდების წინ. კაკაოს შემადგენლობა მდიდარია და მრავალფეროვანი. მასში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმი შედის. აგრეთვე ბევრია ორგანული მჟავები, ვიტამინები- A, E, PP, B, ბეტა-კაროტინი.
მრავალი მინერალია კაკაოს შემადგენლობაში:
კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, ცინკი, ფტორი.
კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია, 100გრ-ში 289 კკალ შეიცავს. კაკაოში შედის მელანინი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს. გარუჯვას რომ დააპირებთ დილით კაკაო ან შოკოლადი მიირთვით. ყიდვისას დააკვირდით შოკოლადის შემადგენლობას, ის არ უნდა შიცავდეს კაკაოს ზეთის გარდა არცერთ მცენარეულ ცხიმს და კაკაოს შემცველობა 60-70% მაინც უნდა იყოს.
კაკაო სასარგებლოა იმათთვის ვინც მცირე ხნის წინ იავადმყოფა ან ვირუსული დაავადება ჰქონდა. რადგან კაკაო ძალების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.
გულის უკმარისობა ვისაც აწუხებს მათთვისაც სარგებელი მოაქვს კაკაოს, რადგან ის ბევრ კალიუმს შეიცავს. ანტოქსიდანტები, რომლებიც მის შემცველობაში მრავლად არის, ნაადრევ დაბერებას უშლიან ხელს და ბევრი დაავადების პროგრესს აფერხებენ.
თავი უნდა შიკავონ კაკაოს მიღებისგან ვისაც დიაბეტი ან ათეროსკლეროზი აწუხებს. ასევე 3 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული მისი მიცემა, რადგანაც მან შეიძლება ბავშვის ნერვული სისტემა აღაგზნოს.

1 comment: