დღეში ერთი ფინჯანი კაკაოს მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ეს სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – ნივთიერებებს, რომლებიც გვიცავენ მრავალი დაავადებისაგან და აყოვნებენ ორგანიზმის დაბერებას. ბოლო მონაცემებით, კაკაოში უფრო მეტია ანტიოქსიდანტების რაოდენობა, ვიდრე ჩაისა და წითელ ღვინოში. უკანასკნელ წლებში ჩატარებული მრავალი გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია ჩაის, წითელი ღვინისა და კაკაოს სარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ჩაის მოყვარულებში ორჯერ ნაკლებია კიბოს განვითარების რისკი. ფრანგი მეცნიერების განცხადების თანახმად, დღეში ერთი ბოკალი ღვინო ორჯერ ამცირებს ინფარქტის განმეორების ალბათობას. 1998 წელს გამოკვლეულ იქნა 8000 ამერიკელი. კვლევის შედეგების მიხედვით, შოკოლადის მოხმარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ყველა ეს პროდუქტი (ჩაი, წითელი ღვინო, კააკო) მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ანტიოქსიდანტების თვისებებს ავლენენ. ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს – ორგანიზმში გამომუშავებულ დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა კიბო. მეცნიერებმა კორნუელის უნივერსიტეტიდან (ნიუ-იორკი) ჩაატარეს კვლევა ჩაის, კაკაოსა და წითელ ღვინოში ანტიოქსიდანტების დონის გაზომვის მიზნით. აღმოჩნდა, რომ კაკაოში მათი შემცველობა ყველაზე მაღალია, კერძოდ 2-ჯერ მეტია, ვიდრე წითელ ღვინოში, 3-ჯერ მეტია, ვიდრე მწვანე ჩაიში და 5-ჯერ მეტი, ვიდრე შავ ჩაიში. «მიუხედავად იმისა, რომ ეჭვს არ იწვევს ანტიოქსიდანტების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის, ჯერჯერობით არ არის ცნობილი მათი რა რაოდენობაა აუცილებელი ყოველდღიურად «- იტყობინება ჩან იუნ ლი კორნუელის უნივერსიტეტიდან. მისი სიტყვებით, დროდადრო ერთი-ორი ფინჯანი კაკაოს დალევა ანტიოქსიდანტების გარკვეული რაოდენობით მიღების საშუალებას იძლევა. მართალია, კაკაო მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში შედის, მაგრამ უმჯობესია ის სასმელის სახით იქნას მიღებული, ვინაიდან შოკოლადის ფილა დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს: მაგ. 40გრ. შოკოლადის ფილა 8გრ. ასეთ ცხიმს შეიცავს, ხოლო ერთი ფინჯანი კაკაო კი – მხოლოდ 0,3გრ-ს. |
კაკაოს მარცვლები
გიყვართ თუ არა შოკოლადი?
Thursday, June 7, 2012
კაკაოს მნიშვნელობა
Saturday, April 21, 2012
კაკაოს შესახებ
შოკოლადი და კაკაო ჯერ კიდევ ძველი აცტეკების დროიდან პოპულარულია. მექსიკის ტერიტორიაზე აცტეკებს კაკაოს ხეები ჰქონდად დარგული და მათი ნაყოფისგან კაკაოს ამზადებდნენ. კაკაო მათ ძალას, ამტანობას და ენერგიას მატებდა. მოგვიანებით კაკაო და შოკოლადი ევროპაშიც გახდა პოპულარული, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ადგილი ჩაიმ და ყავამ დაიკავეს.
კაკაო გაცილებით სასარგებლოა: მასში ნაკლები კოფეინია, თუმცა მასში სხვა მატონიზირებელი ნივთიერებები შედის. ფენილეფილამინი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ამცირებს დეპრესიის რისკს, ამიტომ კაკაოს დალევა სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით გამოცდების წინ. კაკაოს შემადგენლობა მდიდარია და მრავალფეროვანი. მასში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმი შედის. აგრეთვე ბევრია ორგანული მჟავები, ვიტამინები- A, E, PP, B, ბეტა-კაროტინი.
მრავალი მინერალია კაკაოს შემადგენლობაში:
კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, ცინკი, ფტორი.
კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, ცინკი, ფტორი.
კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია, 100გრ-ში 289 კკალ შეიცავს. კაკაოში შედის მელანინი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს. გარუჯვას რომ დააპირებთ დილით კაკაო ან შოკოლადი მიირთვით. ყიდვისას დააკვირდით შოკოლადის შემადგენლობას, ის არ უნდა შიცავდეს კაკაოს ზეთის გარდა არცერთ მცენარეულ ცხიმს და კაკაოს შემცველობა 60-70% მაინც უნდა იყოს.
კაკაო სასარგებლოა იმათთვის ვინც მცირე ხნის წინ იავადმყოფა ან ვირუსული დაავადება ჰქონდა. რადგან კაკაო ძალების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.
გულის უკმარისობა ვისაც აწუხებს მათთვისაც სარგებელი მოაქვს კაკაოს, რადგან ის ბევრ კალიუმს შეიცავს. ანტოქსიდანტები, რომლებიც მის შემცველობაში მრავლად არის, ნაადრევ დაბერებას უშლიან ხელს და ბევრი დაავადების პროგრესს აფერხებენ.
გულის უკმარისობა ვისაც აწუხებს მათთვისაც სარგებელი მოაქვს კაკაოს, რადგან ის ბევრ კალიუმს შეიცავს. ანტოქსიდანტები, რომლებიც მის შემცველობაში მრავლად არის, ნაადრევ დაბერებას უშლიან ხელს და ბევრი დაავადების პროგრესს აფერხებენ.
თავი უნდა შიკავონ კაკაოს მიღებისგან ვისაც დიაბეტი ან ათეროსკლეროზი აწუხებს. ასევე 3 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული მისი მიცემა, რადგანაც მან შეიძლება ბავშვის ნერვული სისტემა აღაგზნოს.
Thursday, April 19, 2012
Thursday, April 5, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)